• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

„რატომ გვალოდინებთ იმ საქმეებზე, სადაც მონაწილეობენ ხელისუფლების მიერ მართული ზონდერები?!“

„რატომ არ იძიებთ და რატომ გვალოდინებთ იმ საქმეებზე, სადაც მონაწილეობენ ხელისუფლების მიერ მართული ზონდერები?!“ - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ შს მინისტრს, რომელსაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

რომან გოცირიძემ ის საქმეები ჩამოთვალა, რომლებიც დღემდე არ არის გამოძიებული, რომელზც კითხვებიც ისევ არსებობს.

„ხელისუფლება ჩადის უამრავ დანაშაულს და ჩვენ ვისწავლეთ, თქვენი გამონათქვამებიდან ამოვიცნოთ, როდის არის ამა თუ იმ შემთხვევაში ხელისუფლება დამნაშავე. დამნაშვეა მაშინ, როდესაც არ იძიებს საქმეებს და როდესაც თქვენი განამარტება იწყება ასე: დაველოდოთ „გამოძიებას“. „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს, რომ საქმე არ იქნება გამოძიებული, „დაველოდოთ გამოძიებას“ ნიშნავს, რომ გამოსაძიებელი საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულს.

მე ჩამოგითვლით იმ საქმეებს ბატონო მინისტრო, რომლის გამოძიებასაც ველოდებით. ორი წელი გახდა მაისში, მას შემდეგ რაც გაიტაცეს აფგან მუხთარლი. ვინ გაიტაცა აფგან მუხთარლი?! -„ველოდებით გამოძიებას“, რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი?! რატომ არ არის გამოძიებული ია კერზაიას საქმე და „ველოდებით გამოძიებას“. რა ხდება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ანაკლიის პროექტი ხელისუფლებამ ჩააგდო და თქვენი წერილია მიწერილი მამუკა ხაზარაძისადმი ხელისუფლების როლში. რატომ არ იძიებთ და რატომ გვალოდინებთ იმ საქმეებზე, სადაც მონაწილეობენ ხელისუფლების მიერ მართული ზონდერები?! ჭიდაობის ფედერაციის კრიმინალური თავმჯდომარე, რომელიც სპორტის სასახლეში ასეულ ათასობით ადამიანის თვალწინ სცემს აღიარებულ სპორტსმენს, რატომ არ სჯით მას?! და რომელ გამოძიებას უნდა დაველოდოთ კიდევ?!“ - აღნიშნა გოცირიძემ.