• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ირაკლი სესიაშვილი გახარიას და ხოშტარიას მიმართავს: ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე

„კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ. ამიტომ მეც ჩავერთვები და ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე,“ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

დეპუტატმა შს მინისტრი და „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ყავის დასალევად მიიპატიჟა.

ყავაზე დაპატიჟების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შს მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, გამოცხადდეს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში, ყავაზე დაპატიჟების ინიციატივით უპასუხა და თქვა, რომ მისი ნახვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ის ყავაზე მიიპატიჟონ. 

„თუ „ევროპულ საქართველოს“ ჩემი დამატებით ნახვა სურს, დამპატიჟონ ყავაზე და მივალ“, - თქვა გახარიამ.

საპასუხო განცხადება დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ დღეს გააკეთა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა თქვა, რომ მზად არის თავად მოუმზადოს ყავა მინისტრს, თუ ის საკანონმდებლო ორგანოში მივა და არსებულ კითხვებს უპასუხებს.