• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილის წერილი ისტორიის დამახინჯებული შეფასებაა

„ბიძინა ივანიშვილის წერილი არის ისტორიის დამახინჯებული შეფასება და მთელი მისი სულისკვეთება ჩატეულია ფრაზებში, დაველოდოთ და მოვითმინოთ“, – ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

მისივე თქმით, წერილი არის „9 აპრილის გმირული მოვლენების ძალიან ფარისევლური შეფასება“.

„შვიდი წელი ხომ ითმენდა ხალხი სიღატაკესა და უსამართლობას, კიდევ 2030 წლამდე და სანამ ივანიშვილი ცოცხალი იქნება, მანამდე უნდა მოვითმინოთ თურმე ეს დამყაყებული ვითარება. ივანიშილი ასევე ახსენებს იმ ცხრაწლიან რეჟიმს. თურმე იმ ცხრა წელში არაფერი განხორციელებულა და ამათ აუშენებიათ საქართველო.

ბოლოს და ბოლოს ყველამ უნდა განსაზღვროს საკუთარ თავში, სად იდგა 9 აპრილს, დამოუკიდებლობის მხარეს, თუ რუსეთის მხარეს. ისტორიის სუბიექტური დამახინჯება ემსახურება ამ ხელისუფლების წარუმატებლობის გამართლებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.