• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

„ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები დროულად დაიწყოს“

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.

„აღნიშნული კვლევა დაგვეხმარება, მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რათა დროულად დაიწყოს ფრენები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები ჩვენ დაგვეხმარება, ერთიორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.