• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

„უხერხულიც არის, სააკაშვილს შევადაროთ ქალბატონი, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს უწოდებს“

ნიკა მელია გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის შედარება მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პრეზიდენტთან, უხერხულია.

„უხერხულიც არის, მიხეილ სააკაშვილს შევადაროთ ქალბატონი, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს უწოდებს.  ადამიანმა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა და ამას თავად ივანიშვილიც კი არ უარყოფს, იმდენად მკვეთრი არის მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში. ძალაუფლებაში ჩაეფლო თუ არ ჩაეფლო, ქალბატონი ზურაბიშვილის ეს კომენტარი ნამდვილად არ არის საინტერესო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.