• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი "შპიგელს": რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან

კარგი ისაა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუსას განაცხადა.

"კარგი ისაა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, რომ საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია თავისი ნატოსკენ და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა. 2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა - ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ცუდი კი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.