• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

„ოლიგარქები ვერას დააკლებენ საზოგადოების განწყობებს... მათი ჩამოშლის ტენდენცია დაიწყო“

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, არსებულმა შედეგებმა მეორე ტურის დანიშვნის აუცილებლობა განაპირობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა ზელენსკიმ მოქმედ პრეზიდენტს, ხმათა პროცენტული რაოდენობით საგრძნობლად გადააჭარბა. 

დემოკრატიული არჩევნები უკრაინაში, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების მოლოდინი, ოლიგარქების ჩარევა არჩევნებში - ამ და სხვა მნისვნელოვან საკითხებზე Presa.ge-ს კითხვებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე პასუხობს:

- უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ზელენსკისა და პოროშენკოს შორის გაიმართება, არსებული მდგომარეობით, ოპოზიციური კანდიდატი ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტს დიდი უპირატესობით უგებს... როგორ შეაფასებდით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს?

- უკრაინის საარჩევნო პროცესი უფრო დიდი დემოკრატიულობით ხასიათდება, ვიდრე საქართველოს საარჩევნო პროცესი. უკრაინაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერი კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს უგებს არჩევნებში.

ასე მოხდა 1995 წელს, როდესაც ოპოზიციონერმა კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. 2003 წელს როდესაც იუშენკო ოპოზიციურმა კანდიდატმა დამარცხდა. ეს აღნიშნავს დემოკრატიულობის მაჩვენებელს. 

უკრაინა არ არის ცენტრალური აზია და არ უნდა გვიკვირდეს ასეთი რამ, არაფერი ექსტაორდინალური იქ არ მომხდარა. 

- თქვენი მოსაზრებით, რატომ იგებს ზელინსკი უკრაინის არჩვნებს, რა განაპირბებს ამას უმთავრესად?

- მართალია, მას არ გააჩნია დიდი პოლიტიკური გამოცდილება, თუმცა, ის პოპულარული საზოგადო მოღვაწე გახლავთ. 

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკრაინაში საზოგადოების უმრავლესობა უკმაყოფილოა მოქმედი პრეზიდენტით სხვადასხვა გარემოებების გამო, მაგალითად,  კორუფციის აღმოფხვრის ინდექსით უკრაინა 147 ადგილზეა მსოფლიოში. თუმცა, საქართველოსთან შედარებით ბევრად დემოკრატიული ქვეყნაა უკრაინა, თუნდაც არჩვენების მაგალითი რომ მოვიყვანოთ.  გამორიცხულია უკრაინაში, საქართველოს მსგავსად ამომრჩეველთა მოსყიდვა მოხდეს. თუმცა, საინტერესოა, რა მოხდება მეორე ტურში.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის მხარს უმაგრებს ოლიგარქი  კოლომოისკი. ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული მეორე ტურში პოროშენკოს სხვა ოლიგარქების მხარდაჭერა დასჭირდეს და მათ დასახმარებლად მიმართოს. უკრაინაში საქართველოსაგან განსხვავებით დაახლოებით, ხუთი ოლიგარქია.მაგრამ, სავარაუდოდ პოროშენკო მაინც აცნობიერებს ზელენსკის გამარჯვების დიდ შანსებს, რადგან ტიმოშენკოსა და სხვა კანდიდატების ხმები ავტომატურად ზელენსკისაკენ წავა. 

- ოლიგარქების ჩარევა არჩევნებში, ნიშნავს თუ არა, მოგებას?

- ოლიგარქები საარჩევნო პროცესებზე გარკვეულწილად მოქმედებენ, თუმცა, განსხვავებაა ისაა საქართველოსა და უკრაინას შორის, რომ იქ ოლიგარქებს შორის დიდი კონკურენციაა და არავის მონოპოლიური მდგომარეობა არ უკავია. მაგრამ, აქ საქმე ძირითადად საზოგადოებრივ განწყობაშია. 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ოლიგარქები ვერას დააკლებენ საზოგადოების განწყობებს, მას ვერცერთ შემთხვევაში  ვერ შეცვლიან.

- თურქეთის ოპოზიციამ მუნიციპალურ არჩევნებში სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ართვინში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ასევე, სლოვაკეთში, სამოქალაქო აქტივისტმა ოლიგარქს საპრეზიდენტო არჩევნები მოუგო, სახეზე გვაქვს უკრაინის მაგალითიც... ოლიგარქების ჩამოშლის ტენდენცია ხომ არ იწყება?

- არ არის გამორიცხული, რომ ოლიგარქების მოშორებამ  ტენდენციური ხასიათი მიიღოს. მაგრამ, საქართველოს სიტუაცია ცოტა განსხვავებულია.სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი გახლავთ, იქ ოლიგარქები ისე ღიად, როგორც ეს საქრთველოში ხდება ვერ ჩაერევიან მმართველობაში და იქ ვერავინ გაბედავს 5 კგ. კარტოფილად ამომრჩეველთა ყიდვას. 

ჩვენ ერთი ოლიგარქი გვყავს, მას ჩვენთან მონოპოლიური პოზიცია უჭირავს. 

თურქეთში, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით, ერდოღანს სურდა ძალაუფლება გაემყარებინა, ამის შემდეგ, მან დიდი გაჭირვებით მოიგო არჩევნები.

განსხვავებაა ისაა, რომ ოპოზიური განწყობა შედარებით მაღალია დიდი ქვეყნებში.