• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

გოცირიძე წულუკიანის გამოსვლაზე: ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სფეროს ანატომია

„ჩვენ გუშინ დავინახეთ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სფეროს ანატომია“, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

„იუსტიციის მინისტრის გუშინდელი გამოსვლა იყო ფაქტობრივად ყველა იმ დანაშაულის განხილვა, რომელსაც ისინი სჩადიან: ძალადობრივი არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობა, ზოგადად საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებული ერთი პარტიის სასარგებლოდ, ჩამოშლილი სასამართლო სისტემა. გუშინ სიმბოლურად დაემთხვა ევროპარლამენტის დადგენილება, სადაც მოხსენიებულია სასამართლო სისტემა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სფერო საქართველოს უკან დახევის თვალსაზრისით. ამიტომ, ასეთი განხილვები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რათა დაინახონ დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახე.

შეგვიძლია ვთქვათ, რა მდგომარეობაშია ის სფეროები, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი კურირებდა სხვადასხვა დროს - პროკურატურა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ისე გააგდეს, ისიც კი არ ვიცით ის ქალბატონი სად წავიდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.