• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

რომან გოცირიძე: კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების კრიტერიუმებს ეხება, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია.

რომან გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი სასამართლოში არსებული კლანის მმართველობისა და გავლენების განმტკიცებას ემსახურება. 

„კლანი, - ასე შევეჩვიეთ. კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია, რაღაც გაერთიანებული ჯგუფი,რომელიც ყველანაირად ცდილობს საკუთარი და ხელისუფლების ინტერესების დაცვას და ამ დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია სწორედ ეს კანონპროექტი,რომელსაც განვიხილავთ. ეს კიდევ უფრო აუარესებს სასამართლო სისტემაში არსებულ  მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ,“-აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურების შესახებ სამი ალტერნატიული კანონპროექტი მომზადდა.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადა, მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და თავის თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.