• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

მამუკა ბახტაძე: ვინც ჩვენი ფასეულობების ერთგული არ დარჩება, ჩვენს გვერდით ვერ იქნება

„2012 წელს არჩევნების მოგება ემყარება ფასეულობებს და პრინციპებს, ყველა ამ იდეოლოგიების ერთგული უნდა დარჩეს, თუ ვინმე არ დარჩება – ასეთ ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, რომელიც ემყარებოდა ფასეულობებს, პრინციპებსა და იმ იდეოლოგიას, რომელიც უნდა გაეტარებინა ხელისუფლებას.

„რაც შეეხება ფასეულობებს, 2012 წელს ქართველმა ერმა ჩვენ დაგვიჭირა მხარი და ჩვენ მოვიგეთ არჩევნები. ძალიან რთულ გარემოში, ამ არჩევნების მოგება ემყარებოდა ფასეულობებს, პრინციპებს და იმ იდეოლოგიას, რა იდეოლოგიაც უნდა გავეტარებინა ჩვენ, როდესაც მოვიდოდით ხელისუფლებაში. ბუნებრივია, ყველა აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა დარჩეს ამ პრინციპებისა და ფასეულობების ერთგულად, თუ ვინმე არ დარჩება, მე როგორც მთავრობის მეთაური, ბუნებრივია, როდესაც საქმე მიდის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასეთ ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.