• თბილისი
  • 27°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

„ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ხელისუფლების გაძლიერებასა და ქვეყნის განვითარებაში“

ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ხელისუფლების, პარტიის გაძლიერებასა და ქვეყნის განვითარებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი მის შესაცვლელად ხომ არ დაბრუნდა, კობახიძე პასუხობს, რომ პარლამენტში არსებითი ცვლილებები არ იგეგმება.

„მას აქვს რესურსი, წვლილი შეიტანოს პარტიის გაძლიერებაში. ჯერ კიდევ შარშან, პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა, რომ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი პარტიის გასაძლიერებლად. ბუნებრივია, ამ კუთხით, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, პარლამენტში რამე არსებითი ცვლილებები არ იგეგმება. არის ოთხი ვაკანსია და ეს ოთხი ვაკანსია შეივსება“, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა და პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა.