• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

„ნაციონალური მოძრაობა“პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ბოიკოტს უცხადებს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს. 

„ეს ბოიკოტი დაკავშირებულია არჩევნების გაყალბებით, ძალადობითა და მოსყიდვით ჩატარების წინააღმდეგ. დღეს ქალბატონი სალომეს მოხსენებას ჩვენ არ დავესწრებით და ეს პროტესტი იქნება მანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არ ყოფილა სამართლიანი არჩევნები და ჩვენ დღეს გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არალეგიტიმური არჩევნების პროდუქტია“, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

დაესწრება თუ არა სესიას „ევროპული საქართველო“ დღეს გახდება ცნობილი. 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - პრეზიდენტთან კითხვები მათ ძირითადად მის საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ექნებათ. სალომე ზურაბიშვილის მიმართვას დეპუტატებთან ერთად დაესწრება პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს 12:00 საათისთვის ელოდებიან.