• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

რომან გოცირიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე: პირდაპირ ამ ადამიანების პოლიტიკური დევნაა

„პირდაპირ ამ ადამიანების პოლიტიკური დევნაა,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას გააკეთა. 

ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

„არის მოთხოვნა, რომ საქმის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი დაკმაყოფილდება მათი პრეტენზიები. პრეტენზიები დავინახეთ, რა არის. ეს არის ჩამოცილება „თიბისი ბანკიდან“, გაგდება ანაკლიის პროექტიდან და საერთოდ არც ერთმა ადამიანმა, რომელსაც რაიმე ავტორიტეტი აქვს ქვეყანაში, ან თუნდაც სიმდიდრე, არავითარი საზოგადოებრივი ან სხვა სახის აქტიურობა არ გაბედოს. ეს არის პირდაპირი შანტაჟი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.