• თბილისი
  • 27°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

ირაკლი კობახიძე: ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებ ნევროზით ამ სესიას

„ასეთი ფორმით მუშაობით ნევროზით დავამთავრებთ ამ სესიას, გთხოვთ სიჩუმე დავიცვათ“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.კობახიძე იმ დეპუტატებს, რომლებსაც სესიაზე დასწრება არ სურთ, გარეთ გასვლისკენ მოუწოდებს.

„დარბაზში ხმაურია კოლეგებო, ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებ ნევროზით ამ სესიას. გთხოვთ სიჩუმე დავიცვათ. ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს, ვისაც სურს კოლეგების, მინისტრის მოსმენა, სჯობს დარჩეს დარბაზში“, - მიმართა კოლეგებს ირაკლი კობახიძემ.