• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

კალაძემ, 2018 წელს ტანსაცმელ- ფეხსაცმელში, ავეჯსა და სხვა პირად ნივთებში, 258 ათას 973 ევრო, 545 ათას 499 ლარი და 16 ათას 863 დოლარი დახარჯა

თბილისის კორუფციაში დადანაშაულებულმა მერმა, 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ორი ბინა, ერთი ავტოფარეხი და მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პირადი ნივთები შეიძინა.

კახი კალაძე, რომლის მერობის დროს, მისი პირადი ბიზნესის დაუდევრობის გამო ადამიანები კვდებიან, ხოლო ბავშვები ჯართის შეგროვებისას იღუპებიან, 2018 წელს მილიონ 703 ათას 289 ლარს ხარჯავს ბინებში. 

მაშინ, როდესაც ქვეყანამ მის გაკოტრებულ კომპანიას ჯერ 76 მილიონი აჩუქა, შემდეგ, მისი ყაზტრანსგაზსს 96 მილიონი აპატია, თბილისის კორუფციაში დადანაშაულებული მერი, თავს უფლებას აძლევს ტანსაცმელ-ფეხსაცმელსა და სხვა პირად ნივთებში წარმოუდგენელი ტანხები დახარჯოს. 

კერძოდ: კახა კალაძემ 2018 წელს შეიძინა ბინა (საქართველო, თბილისი, მარო მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3, 258,54 კვ.მ), 928 ათას 414 ლარად, იქვე მდებარე ავტოსადგომი, 80 ათას 183 ლარად და კიდევ ერთი ბინა იგივე მისამართზე - 774 ათას 875 ლარად.

ასევე, თბილისის მერმა გასულ წელს იყიდა: ტოიოტა ლენდ კრუიზერი 200 -  164 ათას 054 ლარად.

კალაძე, ამ მომენტისათვის, სხვადასხვა ბანკში ინახავს 3 მილიონ 700 ათას ევროს,  3 მილიონ 600 ათას დოლარსა და 130 ათას დოლარს, ხოლო ნაღდი ფულის სახით სახლში აქვს 27 ათასი დოლარი, 15 ათასი ლარი და 25 ათასი ევრო.

კიევში მდებარე ბიზნეს-კომპანიებიდან, სადაც პარტნიორებად გაბოვიჩები ჰყავს, თბილისის მერმა, გასულ წელს, შემოსავლის სახით 500 ათასი დოლარი და 315 ათასი ევრო მიიღო.

კალაძემ, 2018 წლის განმავლობაში, ტანსაცმელებში, ფეხსაცმელებში, ავეჯშსა და სხვა პირად ნივთებში: 258 ათას 973 ევრო, 545 ათას 499 ლარი და 16 ათას 863 დოლარი დახარჯა.

რა თქმა უნდა, კახი კალაძეს 2012 წლამდე ჰქონდა ფული, რომელიც მან ბიზნესით, მოდელობით და სპორტით გამოიმუშავა, თუმცა, ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, მას ახლა აქვს დიდი ფული, რომელიც კორუფციით იშოვა - ხალხის ხარჯზე.