• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

„ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება მიიღებს პანღურს - ხალხისგან“

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიულ აქტზე ერთერთი ხელმომწერი, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭის წევრი და სახალხო ფრონტის თავმჯდომარე, ნოდარ ნათაძე აცხადებს რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, ხალხისაგან, მომავალ არჩევნებში პანღურს მიიღებს.

„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ცალ ფეხზე დაიკიდოს ბიძინა ივანიშვილი თავის ხროვიანად“, - განუცხადა ნათაძემ „პრესა.ჯის“.

„პრესა.ჯი“: ბატონო ნოდარ, თქვენ აზრით, როდის შეიცვლება ხელისუფლება? 

ნოდარ ნათაძე: მომდევნო არჩევნებში, ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება მიიღებს ცალსახად პანღურს, მხოლოდ პანღურს და მეტს არაფერს - ხალხისგან. 

ამათ თავისი ადამიანური უხარისხობა დაამტკიცეს, უბრალოდ უხარისხოები არიან, არაფრისმაქნისები, უნიჭეოები, უწიგნურები... 

- წავა თუ არა, არჩევნებით ბიძინა ივანიშვილი, თუ ეცდება არაკანონიერი გზებით ხელისუფლების შენარჩუნებას? 

- ბიძინა ივანიშვილი ყველა ძალით შეეცდება არ დათმოს ხელისუფლება, ყველაფერს იკადრებს, მაგრამ არაფერი გამოუვა. 

- რამდენად რეალურია მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის უკან დაბრუნება? 

- დღეს მსოფლიო განწყობილია მარიხუანის წინააღმრდეგ, მარიხუანა ჩვენს ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს. 

ივანიშვილი, რომელიც ამაზე საქართველოს ეკომონიკის დამყარებას აპირებს, ყველაფერს იკადრებს, თუმცა ვერაფერს მოიგებს. 
ბიძინა ივანიშვილი მარიხუანას ბიზნესით პირადად არის დაინტერესებული. 

- რა საფრთხებს შეიცავს ეს კანონპროექტი მომავალი თაობებისათვის? 

- საქართველოსათვის ეს არის სიკვდილი, მსოფლიოსათვის კი, ეს არის უპერსპექტივო გეგმა, რომლის ჩავარდნა უკვე ჩანს. 

მსოფლიოს ელიტა თვალახელილია ამ საკითხზე, ისინი იაზრებენ და მათ იციან, რომ მარიხუანა ითვლება კაცობრიობისათვის უპერსპექტივოდ და მორალურად მიუღებელ არჩევანად. 

- რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს კანონპროექტი მეორე ტურის წინ გაიწვიეს და ახლა შემოაქვთ ისევ განსახილვევლად, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება და აპატიებს თუ არა, ბიძინა ივანიშვილს მორიგ ტყუილს? 

- ეს მეტყველებს ხელისუფლებისა და ივანიშვილის ყოვლისმკადრებლობასა და უპერსპექტივობაზე. 

- თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა, რომ უახლოეს მომავალში, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს რიგ საკითხებზე დაუპირისპირდეს და არ შეასრულოს მისი მითითება და ბრძანება?
 
 - რა თქმა უნდა, ობიექტური სიტუაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ცალ ფეხზე დაიკიდოს ბიძინა ივანიშვილი, თავის ხროვიანად და "ქართული ოცნებიანად".