• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

"გილოცავთ უნიკალური და დიდებული კულტურის ქვეყნის, საქართველოს პრეზიდენტად არჩევას" - აჰმედ ზაკაევმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა მიულოცა

დევნილობაში მყოფმა იჩქერიის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ ზაკაევმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"ქალბატონო სალომე! ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის სახელით (რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტების - ჯოხარ დუდაევის და ასლან მასხადოვის საქმე აგრძელებს) და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად და გულითადად გილოცავთ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას, რომელიც უნიკალური და დიდებული კულტურის ქვეყანაა.

დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი მმართველობის დროს საქართველო თავის საერთაშორისო ავტორიტეტს გაიმყარებს და მაღალ შედეგებს მიაღწევს სტაბილურობის, აყვავების და ქართველი ხალხის კეთილდღეობის კუთხით.

არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, მოწმობს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ დიდი ნდობა ხალხის მხრიდან, რომელიც განპირობებულია თქვენი ძლიერ პოზიტიური მოღვაწეობით ქვეყანაში და იმედით, ქვეყნის შემდეგი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სულიერი განვითარებისა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს სტაბილური და ძლიერი სახელმწიფო.

გისურვეთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და წარმატებას ქვეყნის მეთაურის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ასევე, მშვიდობას და აყვავებას საქართველოს მოძმე ხალხს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ზაკაევი."