• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

შსს-მ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

გლდანში მომხდარ ინცინდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტელეკომპანია „პირველის" ცნობით, მათ ჟურნალისტს, თათია ჩაფიჩაძეს სახეში ხელი დაარტყეს, მაშინ, როდესაც ის ცდილობდა, მობილური ტელეფონით გადაეღო ავტობუსით ამომრჩევლების რეგიონებში გადაყვანის პროცესი. ჟურნალისტის თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებმა, რომლებსაც აცვიათ მაისურები, წარწერით - „არა ნაციზმს".

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.


თეგები :

შსს