• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

600 000-მდე მოქალაქეს სესხები გაუნულდება

600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების  თითქმის 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება 200 ლარს. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით  აღსანიშნავია, ხაზგასმით  აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურ დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები.