• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

რა ქნეს და როგორ მოიქცნენ ივანიშვილი და კალაძე 7 ნოემბრის შემდეგ - ის, რაც ბევრმა არ იცის

2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელმა ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის გამოყენებითა და პოლიციის ძალით დაშალა.

ოპოზიციის აქციის დაშლას თან ახლდა ძალის გადამეტება, რის გამოც მომიტინგეებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

აქციის დაშლის შემდეგ, ხელისუფლება იმედში შეიჭრა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელევიზია გათიშა. შემდეგ კი, კომენდანტის საათი გამოაცხადა. ძალადობით დაშლილი აქციისა და გათიშული ტელევიზიის თემა გასცდა საქართველოს და მსოფლიოს მოედო.

რა მოხდა შემდეგ?

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, 7 ნოემბრის აქციის დაშლის გამო მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება პატარკაციშვილის ორგანიზებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე აპელირებდა, დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

უშუალოდ 7 ნოემბრის აქციის დაშლის მომენტსა და შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდში, კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილი ორივე ხელითა და მთელი არსებით უჭერდნენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ - პირადად მიხეილ სააკაშვილს.

მეტიც, კალაძე საჯარო განცხადებებსაც არ ერიდებოდა და აცხადებდა რომ „ოპოზიცია იმ საწყალ ხალხს იყენებს“.

კალაძე, რომელიც ახლა „მწუხარების ცრემლებს ღვრის“, სატელევიზიო თოქ-შოუში(„რეაქცია“), კბილებით იცავდა წინა ხელისუფლებას. ის ეთერში სააკაშვილთან ერთად გამოჩნდა და 7 ნოემბრის აქციის შემდეგ კვლავ მხარდაჭერა გამოუცხადა.

პარალელურად კი, ივანიშვილი, რომელიც მაშინ სოფელ ჭორვილაში იყო გამაგრებული, საარჩევნო უბანზე მანქანით მივიდა, მის მანქანას კი, სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატი ჰქონდა გაკრული.

ოლიგარქი არც თავად მალავდა სააკაშვილის მხარდაჭერას და თანასოფლელებსაც მოუწოდებდა, რომ ხმა მიშასთვის მიეცათ.

ფიცი გვწამს, ბიძინა და კალაძე გვაკვირვებენ

კალაძე, დიდი ალბათობით ახლაც სააკაშვილის ფანი იქნებოდა რომ არა ერთი გარემოება. ყოფილმა პრემიერმა ნოღაიდელმა, გადადგომის შემდეგ ბიზნესი წამოიწყო...

ნოღაიდელის პარტნიორი გახდა კალაძე. ისინი ძმურად და მეგობრულად აპირებდნენ მილიონების შოვნას.

თუმცა, მალე ნოღაიდელს კვლავ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა, მოსკოვში ჩავიდა და სააკაშვილის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო.

შედეგად, ბიზნესი წინ ვერ წავიდა. ნოღაიდელმა და კალაძემ კი, აღებული ბიზნეს-ვალდებულება ვერ შეასრულეს. სახელმწიფომ საჯარიმო სანქციები აამოქმედა. კალაძე განაწყენდა და ოპოზიციის ნავში ისკუპა.

რაც შეეხება ბიძინას, ის „თავის დროს დაელოდა“ და 2011 წლამდე წინა ხელისუფლების მხარდამჭერად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით განმარტა რომ მისი და სააკაშვილის გზები 2008 წლის ომის შემდეგ გაიყო.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივანიშვილმა და კრემლმა, სააკაშვილს, რუსული ინტერვენციის დროს წინააღმდეგობის გაწევა და სახელმწიფოებრიობის დაცვა ვერ აპატიეს.

შედეგიც დადგა, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება შეცვალა. მიშამ გამარჯვებულს ძალაუფლება გადააბარა და მას შემდეგ, ივანიშვილი და მისი გუნდი, აგერ უკვე მეშვიდე წელია, ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, მუდამ წარსულზე გვესაუბრება.