„ვაშაძე არის არაღიარების პოლიტიკის არქიტექტორი; ზურაბიშვილი არის ანტიქართული წიგნის ავტორი“, – ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაპანაძე საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებულ განსხვავებებზე მიუთითებს.
„აი, რა განსხვავებაა ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის:
- ვაშაძე არის არაღიარების პოლიტიკის არქიტექტორი;
- ზურაბიშვილი არის ანტიქართული წიგნის ავტორი;
- ვაშაძემ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებით ხელი შეუშალა ოკუპანტს - დაერწმუნებინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „დამოუკიდებლობაში“;
- ზურაბიშვილმა თავისი წიგნით ხელი შეუწყო ოკუპანტს, დაერწმუნებინა მსოფლიო ცინიკურ ტყუილში – თითქოს 2008-ში ომი საქართველომ დაიწყო;
- ვაშაძემ, რუსული ინტერვენციის გამო გამოხატა პროტესტი და უარი თქვა რუსულ პასპორტზე;
- ზურაბიშვილი, რუსული ინტერვენციის შემდეგ დაეხმარა ოკუპანტს, მისი ციტატებით გაემყარებინა პროპაგანდა;
- ვაშაძე ამბობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი;
- ზურაბიშვილი ამბობს, რომ იქნება „ზევით“ და იქნება ორი საქართველო;
- ვაშაძეს მხარს უჭერს ყველა პროდასავლური ძალა, წარსულში მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად.
- ზურაბიშვილს მხარს უჭერს ყველა პრორუსული ძალა, ნომერ პირველი ტერორისტის, იგორ გიორგაძისა და ნომერ პირველი კორუმპირებული ჩინოვნიკის, ლევან მამალაძის ჩათვლით.
დარჩა კითხვები?“ - წერს კაპანაძე.