• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

„მეორე ტურში ვაშაძისა და ზურაბიშვილის გასვლის შემთხვევაში, 44% მხარს ვაშაძეს დაუჭერს“

Edison Research დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში გავლენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, გამოკითხულთა 44% მხარს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს დაუჭერს, ხოლო 29% კი - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

კითხვაზე, „მეორე ტურში თუ გავლენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელს დაუჭერდით მხარს, პასუხი არ აქვს 27%-ს.  

ამერიკულმა ორგანიზაციამ, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.