• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

"პრეზიდენტის განცხადება არის პრინციპულად მიუღებელი"

პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი”, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ის მხარს უჭერს  ზაზა სარალიძეს, რომელიც ირინა ენუქიძის მსგავსად, იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს.

„უნდა გამოვეხმაურო ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას. არ შემიძლია არ დავიწყო იმით, რომ კიდევ ერთხელ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ ათი წლის თავზე, იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.