• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

სალომე სამადაშვილი: სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის უკიდურესად სახიფათო

სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალქალაქში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება. 

მისი თქმით, ზურაბიშვილი „უკიდურესად სახიფათო“ კომენტარს აკეთებს.

„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის უკიდურესად სახიფათო არა მხოლოდ ეთნიკური შუღლის გაღვივების თვალსაზრისით, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ სამცხე-ჯავახეთში ამ რეგიონში უკვე მრავალი წელია, უკვე აქტიურად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთის პროპაგანდა იმისთვის, რომ გააღვივონ ანტითურქული და ანტიდასავლური განწყობები. როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ჩადის ამ რეგიონში და საუბრობს პირდაპირ რუსეთის პროპაგანდის ენით, გზავნილებით ეს არის პირდაპირ დარტყმა ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესზე, რაც შეეხება ამ ქვეყნის ინტეგრაციას ნატო-ში,“- განაცადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი, თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა.

„პრეზიდენტი ანიჭებდა თავისი ნებით მოქალაქეობას, ანუ ერთ დროს, წინა პრეზიდენტი, რომელსაც მე არ ვახსენებ საერთოდ, უხსენებელს ვეძახი, არ ვიცი სომხურად თუ არის ეს სიტყვა. ის ურიგებდა ზოგ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში, მაგრამ არანაირად დაკავშირებული საქართველოსთან მანამდე. ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს ხშირად და არავინ არ იცის, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებული,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.