• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

„ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია ადასტურებენ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა“

ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია ადასტურებენ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მკაფიო აღიარება იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები არ მართავენ, აქამდე არ არსებობდა. 

„ჩვენ მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება ორი მთავარი ფიგურანტის მხრიდან - ერთი ეს არის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მეორე იმდროინდელი ბიზნეს ომბუდსმენი და ამჟამად შს მინისტრი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს არაფორმალური მმართველობა.

ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან გვესმოდა არაერთი გონივრული ეჭვი საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. არ მგონია, თავად ფიგურანტებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული მათი აღიარების მძიმე შედეგები საქართველოს იმიჯისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.