• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

"სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმიან უღირსი ფორმებით, იმიტომ რომ ის ქალია"

ჩვენი ქვეყნის ტრადიცია არის ქალის პატივისცემა. მსოფლიოში ერთ-ერთი მიმართულება არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალ პოლიტიკოსზე მიმდინარეობს თავდასხმა ყველაზე უღირსი ფორმებით იმიტომ, რომ ის არის ქალი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას უნდა მიესალმებოდნენ ისინი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პროევროპული და პროდასავლური ლიდერები.

"სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმიან უღირსი ფორმებით, რაც რბილად რომ ვთქვათ არის ძალიან ამორალური. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას უნდა მიესალმებოდნენ ისინი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პროევროპული და პროდასავლური ლიდერები. ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკაში, არის უფრო ჰუმანური, სოციალურად ორიენტირებული და კარგად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაზე", - განაცხადა კილაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ეყოლება პირველად ისტორიაში ქალი პრეზიდენტი.