• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

მიხეილ სააკაშვილი: მოღალატე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის სასულიერო პირებს ღიად უპირისპირდება.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველ ხელშეკრულებას სახელმწიფოს სახელით, იუსტიციის მინისტრის რანგში, მე მოვაწერე ხელი პატრიარქთან 2001 წელს. შემდეგ, მევე ვმუშაობდი კონკორდატის ტექსტზე.

გუშინ მოღალატე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას და მიანიშნა კონკორდატის გადახედვაზე. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში ბევრი ხარვეზია, მაგრამ მოღალატე დედაკაცის მხრიდან, შანტაჟი არის უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ”, - აღნიშნავს სააკაშვილი.