• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილი პროდასავლური პოლიტიკოსია

„სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური პოლიტიკოსია,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია მთავარი გამოწვევაა. მისივე თქმით, 2016 წელს რთული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რა დროსაც პარტიებს დიდი აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ.

„სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე და მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური პოლიტიკოსია, პროდასავლური კანდიდატი, რომელსაც აქვს ძლიერი ევროპული ბექგრაუნდი. ის იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ნატოს წევრობის ძლიერი მხარდამჭერი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერას უკავშირდებოდა.

„ჩვენ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ, თუ ვინ არის უფრო პროდასავლური პოლიტიკური ძალა, მთავარია გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს რეალურად იყო პროდასავლური ძალა. ქართველი ამომრჩევლები სჯიან პარტიებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთს. როდესაც პარტია აცხადებს, რომ პროდასავლურ ძალას წარმოადგენს, უდნა შევხედოთ მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, უნდა აღვნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. მისი პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც ის არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ თავის წიგნშიც აფიქსირებს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს წინააღმდეგ და ეს არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხს ეხება, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის ნატო-ში გაწვერიანების შანსს. თუ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ის წარმოადგენს პროდასავლურ ძალას, იქნებ, ბატონმა კობახიძემ აგვიხსნას, რატომ დაუჭირა პარტიამ მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.