• თბილისი
  • 17°C
  • 05 აპრილი, 2020
article

„როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, შენობის ზომა არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც ფართოა”

„როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როცა საუბარი მქონდა ილუზიებზე, რომელიც შექმნილია პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის პრეზიდენტის სასახლეც. ანუ, როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო. ერთგვარი ილუზიები იქმნება ამ სიმბოლოებით. აქედან გამომდინარეც, მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებთან თანხვედრაში იყოს სიმბოლოები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.