• თბილისი
  • 12°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება. გვაქვს ვადა, თითქმის ერთი თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, მმართველი გუნდი გადახედავს არსებულ სპექტრს და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

„იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა მიმდინარეობდა. იყვნენ უმრავლესობაში ადამიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო კანდიდატი დაყენებული, თუმცა საბოლოოდ, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ წარსდგება თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.