• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

კალაძე რესპუბლიკელებს, მრეწველებსა და ფორუმს კოალიციის დატოვებაზე მიანიშნებს

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახი კალაძე, რესპუბლიკელებსა და კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს, კოალიციის დატოვებაზე ღიად მიანიშნებს.

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს რომ: „ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და მერე უკვე პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა, კოალიცია“.   

"სულ ვამბობდი 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება. ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის.

ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და მერე უკვე პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა, კოალიცია.

ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. თუმცა, ბატონ პრემიერ-მინისტრთან კოალიციურ რეჟიმში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება", - განაცხადა კალაძემ გუშინ, რუსთავში პარტიულ შეკრებაზე.

ქართული ოცნების გენერალური მდივნის ეს განცხადება, სხვა არაფერია, თუ არა, ღია მითითება იმის შესახებ რომ რესბუბლიკელებმა, მრეწველებმა, ფორუმმა და სხვებმა კოალიცია დატოვონ.

დიდია ალბათობა იმისა რომ კალაძემ, ამ განცხადებით, ხელისუფლების არაოფიციალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც გაახმოვანა.

შესაბამისად, უკვე გაჩნდა მოლოდინი იმის შესახებ რომ მაგალითად, რესპუბლიკელები უახლოეს მომავალში კოალიციას დატოვებენ. ხოლო პოსტებიდან გადადგებიან ხიდაშელი, ზაქარეიშვილი და აგულაშვილი...


თეგები :