• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ბრალის წარდგენის პროცედურა გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე წუთში დაიწყება. ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განაუცხადა,  რომ მენაბდიშვილი დუმილის უფლებას იყნებს.

ცნობისათვის, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში მძევლები 16 იანვარს აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მან მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დააკავეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაკავებული ყოფილი პოლიციელია - პოლიციის რიგები მან 2018 წელს დატოვა.


თეგები :