• თბილისი
  • 9°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 18 წლის პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მის საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებასა და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :