• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

სისხლიანი გარჩევა თბილისში – „ლონდონის ბაღში“ 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს, ხოლო მეორე სასტიკად სცემეს

ლონდონის ბაღში 18 წლის საბა გაბედავა დაჭრეს. ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები წელისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკაშია მოთავსებულია გაბედავას მეგობარი ნიკა ჩაჩუაც, ის სასტიკად არის ნაცემი. ამ დროისთვის სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

წყარო: primetime.ge


თეგები :