• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

ზურაბ ჟვანიას ვაჟს ბრალს სამედიცინო დაწესებულებაში წარუდგენენ

ლევან თოფაძის დაჭრაში ეჭვმიტანილ ბესარიონ ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მსუბუქად არის დაჭრილი და ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობა უტარდება.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამომძიებლებს ელოდებიან. სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში შედგება ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ბრალის წარდგენის პროცედურას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, თბილისში 2 აგვისტოს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია.


თეგები :