• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

ზუგდიდში, "ტყის ძმების" მეთაურის ვაჟი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

ზუგდიდში დაკავებულ დავით შენგელიას სავარაუდოდ ბრალს დღეს წაუყენებენ. ე.წ. ტყის ძმების მეთაურის, დავით შენგელიას ვაჟს, დავით შენგელიას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - "მეტადონი" და "ლირიკა" ამოიღეს.

დავით შენგელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე საათის განმვალობაში მიმდინარეობდა.


თეგები :