• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

წუხელ, გვიან ღამით, თბილისში 15-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა - "გასროლის ხმაც გავიგეთ"

წუხელ, ჩხუბი და სროლა იყო თბილისში. შემთხვევა გვიან ღამით წყალტუბოს ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველის მონათხრობით. 15-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

გასროლიდან მალევე, ადგილზე ათამდე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული, თუმცა მათ ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე აღარ დახვდნენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.

"ჩხუბის ხმა იყო და ხელის გარტყმის ხმაც აშკარად ისმოდა. შემდეგ რამდენიმე ადამიანი გამოიქცა აქეთკენ, შემდეგ ერთი ძირს დავარდა და რამდენიმე ურტყამდა ზემოდან, მერე იყო გასროლის ხმა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო და ფიზიკურიც," - აცხადებს თვითმხილველი მედიასთან.


თეგები :