• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

ექიმი ძალადობის მსხვერპლ ქალზე: სხეულის 37 % აქვს დამწვარი... საკმაოდ მძიმე და საშიში დიაგნოზი აღენიშნება

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ახალგაზრდა ქალი,  რომელსაც მოძალადე მამაკაცმა 30 ივნისს ბენზინი გადაასხა და მისი დაწვა სცადა. 

"დღესაც რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული 37% აქვს დამწვარი. ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ძალიან სერიოზულად აქვს დამწვარი ორივე კოჭ-წვივის და მუხლის სახსარი. ამ კვირაში იგეგმება საკუთარი კანის გადანერგვა. მას დასჭირდება რამდენიმე ასეთი ქირურგიული ჩარევა. საკმაოდ მძიმეა არა მარტო ფართობი, არამედ სიღრმეც. მას დასჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, პაციენტი არის სტაბილური, ემორჩილება მკურნალობას, თუმცა საკმაოდ საშიში და სერიოზული დიაგნოზი აღენიშნება," - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია და მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.


თეგები :