• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასა და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასა და მის მეგობარს, ნუგზარ თალაკვაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შედეგად ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც აბრალავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებითვე, ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულ-ინსპექტორებს.

წინასასამართლო სხდომა 28 ივლისს გაიმართება.


თეგები :