• თბილისი
  • 31°C
  • 11 აგვისტო, 2020
article

სპეცოპერაციის შედეგად, ბათუმში არალეგალურად მყოფი 9 უცხოელი დააკავეს

ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად ორ მისამართზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შსს-სთან ერთად ჩაატარა.

"ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში.  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი,“ – ნათქვამია სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.


თეგები :