• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამ დროისათვის, სავარაუდოდ, გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. 

ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სპორტსმენს ყოფილი ცოლი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბასილაშვილი ბრალდებებს უარყოფს.

მიუხედავად გავრცელებული ცნობისა, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბასილაშვილი არც ერთ საპატიმრო დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ, ვინაიდან მისი ოჯახის წევრს მოგზაურობის ისტორია ჰქონდა და როგორც სხვა დანარჩენი 46 პატიმარი, ისიც ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 


თეგები :