• თბილისი
  • 36°C
  • 08 ივლისი, 2020
article

ცოლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, კახეთში მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


თეგები :