• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც წუხელ წალენჯიხაში დააკავეს?

შსს-მ წუხელ წალენჯიხაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა დააკავა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. გამოძიების ინფორმაციითვე, ის წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ უბილავა, მეტსახელად რეზო ჯვარსკი, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ახალგაზრდა ე.წ. კანონიერი ქურდია. ის "კანონიერ ქურდად" 2014 წლს, თურქეთში, 21 წლის ასაკში "აკურთხეს."  უბილავა რამდენჯერმე იყო დაკავებული, მათ შორის კიევში, ანტალიასა და ანკარაში.


თეგები :