• თბილისი
  • 21°C
  • 29 ოქტომბერი, 2020
article

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, რის გამოც, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რაც შეეხება დაჭრაში მონაწილე პირს, ის შემთვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად გრძელდება და აღიშნული პირის დასააკავებლად სამძებრო ღონისძიებებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები :