• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

5 და 7 წლის გოგოების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის, თბილისში მამაკაცს 9 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის 27 ივლისს, თბილისში 5 და 7 წლის გოგოების მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. მაშინ იგი ამავე დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

სამართალდამცველებმა კაცი 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებულების დაკითხვა ფსიქოლოგის მონაწილეობით ჩატარდა.


თეგები :