• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

ლაგოდეხში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაუდგენელმა პირებმა სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მათ შენობას სახურავის ნაწილი მოხადეს და შიგნით ამ გზით შეაღწიეს

როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია სასურსათო პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.


თეგები :