• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

უკრაინაში 27 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევა სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და შემდგომ ქუჩაში გადაინაცვლა. 25 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ამასთანავე, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავე დაკავებულია.


თეგები :