• თბილისი
  • 6°C
  • 22 იანვარი, 2020
article

მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში არაბი მამაკაცის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და­ა­კა­ვეს.

როგორც ირკვევა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვაჩნაძე უკვე 6 თვეა პა­ტიმ­რო­ბა­შია.

ვაჩ­ნა­ძემ სა­პა­ტიმ­რო­დან ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჰყვება. მას არა­ბი მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, თუმცა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"ბრალ­დე­ბა არის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. საქ­მე ეხე­ბა ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში, ჩემი სახ­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში მომ­ხდარ ფაქტს, სა­დაც მოხ­და სრო­ლა. ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნე­ნო. ამ შემ­თხვე­ვი­დან სამი თვის შემ­დეგ და­მა­კა­ვეს," - ამბობს ვაჩნაძე.

მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე 2019 წლის და­სა­წყის­ში, გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნის დრო­საც და­ა­კა­ვეს. მა­შინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მა­ღა­ზი­ა­ში ფეხსაცმლის მოპარვა ედება ბრალად. 

 

 

 


თეგები :