• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2020
article

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

ფოთში, ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები მას ქმარმა მიაყენა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო და 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეჭვმიტანილი დაშავებული ქალის მეუღლეა. კაცი პოლიციამ უკვე დააკავა.


თეგები :