• თბილისი
  • 11°C
  • 26 იანვარი, 2021
article

დაცული ტერიტორიიდან ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რეინჯერმა საქართველოს მოქალაქისგან ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, 3500 ლარის ქრთამი აიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.


თეგები :